იტალიაში ძარცვის ბრალდებით 12 ქართველი და ბულგარელი დააკავეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ფლორენციისა და ემპოლის პოლიციამ ჩაატარა. დაკავებულები ტოსკანასა და სხვა რეგიონებში საცხოვრებელი ბინების ქურდობის სერიაში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიციის ცნობით, მძარცველები მომვლელებს იყენებდნენ ჯაშუშებად, რომლებიც დამნაშავეებს ინფორმაციას აწვდიდნენ. დაკავებულთა შორის ორი მომვლელიცაა. კიდევ ორ მძარცველს ამ დრომდე ეძებენ. ტოსკანაში, ლიგურიასა და პიემონტში ქურდობის მსგავსი შემთხვევები ხშირია.