სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეხების ხაზზე მოკლული და დაჭრილია 20 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. "კავკაზსკი უზელი" ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. არსებული ინფორმაციის თანახმად, ყარაბაღის სამხედრო უწყება შეტაკების შესახებ იუწყებოდა, რომლის დროსაც ლიკვიდირებული არიან ყარაბაღის ტერიტორიაზე შესული მოწინააღმდეგის დაჯგუფებები. უწყების ინფორმაციით, ყარაბაღის მხრიდან მოკლულია სამი და დაჭრილია 4 ჯარისკაცი.
აზებაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ქვედანაყოფებმა ჩაიდინეს დივერსია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ხაზზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყების ვერსიით, ფრონტის ხაზზე მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც მოკლული და დაჭრილია მოწინააღმდეგის 20 ჯარისკაცი, რასაც სომხური მხარე მალავს.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.