მოგზაურობის მოყვარულთა ინტერნეტგამოცემები აქვეყნებენ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელშიც, მათი თქმით, ძალიან დაბალ ფასად არის შესაძლებელი მოგზაურობა, კვება და საცხოვრებელი ფართის დაქირავება.
1- ტაილანდი
ამ მშვენიერ ქვეყანაში ყველა ტურისტი თავს ბედნიერად გრძნობს, მით უფრო, რომ ტაილანდში პატარა ოთახის დაქირავება თვეში სულ რაღაც 30-დან 50 დოლარამდე შეგიძლიათ.
ტურისტებისთვის მომხიბვლელია ისიც, რომ იაფი ღირს პროდუქტებიც. შესაძლოა, მთელი თვის განმავლობაში კვებაში მხოლოდ 50 ლარამდე დახარჯოთ, თუმცა, ცხადია, არ იგულისხმება რესტორანში ჭამა.
2 - კამბოჯა
შემდეგი ჩვენს სიაში კამბოჯაა. იქ კარგი საცხოვრებელი დაახლოებით, 200 დოლარი დაგიჯდებათ. აქაც, ისევე, როგორც ტაილანდში, საკვები მნიშვნელოვნად დაბალფასიანია.
რაც შეეხება თავად კურორტს, არსებული დაბალი ფასები განპირობებულია იმით, რომ იქ ჩასვლა ბევრს ეშინია, თუმცა დღეისათვის, როდესაც სამოქალაქო ომი წარსულს ჩაბარდა, შიში უსაფუძვლოა. დაბალ ფასებთან ერთად, ტურისტებს კამბოჯელების სტუმართმოყვარეობაც მოხიბლულს დატოვებს.
3 - ფილიპინები
კამბოჯაზე მეტად ფასობს საცხოვრებელი ფართის დაქირავება ფილიპინებში, თუმცა, გააჩნია ზონებსა და ადგილის პრესტიჟულობას. საბოლოო ჯამში, ცენტრალურ ადგილზე - 350 დოლარი, ტურისტულ ზონაში 200 დოლარი, ხოლო ყველაზე წყნარ და ტურისტული ზონისგან მოშორებულ ტერიტორიაზე 50 დოლარი ღირს.