ავტორი:

გოჩა აბულაძის ოცნების ასახდენად გაყიდული ბინა და რისკი, რომელიც წარმატებად იქცა

გოჩა აბულაძის ოცნების ასახდენად გაყიდული ბინა და რისკი, რომელიც წარმატებად იქცა

ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე გერმანიაში მოღვაწეობს. ქალაქ მაგდებურგის თეატრის ყოველწლიურ გალაკონცერტზე, რომელმაც წელს საიუბილეო თარიღი აღნიშნა და მეოცედ გაიმართა 1-ელ მარტს, 30 წლის ბარიტონს საუკეთესო მომღერლის წოდება მიანიჭეს. მომღერალს გადაეცა ფულადი ჯილდო, ოქროს მედალი, მომზადდა სტატიები გერმანულ პრესაში და ჰამბურგელმა რეჟისორმა მასზე პორტრეტული ხასიათის რამდენიმეწუთიანი სიუჟეტიც გადაიღო. აქტიური დღის რეჟიმის მიუხედავად, მაგდებურგის თეატრის საგრიმიოროში, რეპეტიციებს შორის შესვენებაზე, გოჩამ დრო ჩვენთან სასაუბროდაც გამონახა.

- დედაჩემი ძალიან კარგად მღერის, მისი ოცნება იყო, მომღერალი გამხდარიყო, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ აიხდინა. მე და ჩემს ძმას ხალხური სიმღერები დედიკომ შეგვასწავლა და დღეს ხშირად აღნიშნავს, ჩემი ოცნება თქვენში ახდაო. ქუთაისის "აიაში" რაგბის ვთამაშობდით და ეს სპორტი დღემდე ძალიან მიყვარს. სკოლა რომ დავამთავრე, მუხლზე მენისკი დამიზიანდა და სპორტს ჩამოვშორდი.

დედა და დეიდები ფილოლოგები არიან, მეც ვფიქრობდი ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებას, მაგრამ ვინაიდან ყველაზე მეტად სიმღერა მიყვარდა, ეს გზა ავირჩიე. მიმაჩნია, რომ ჩემი ძმა უჩა ჩემზე გაცილებით ნიჭიერია. კონსერვატორიაში ნოდარ ანდღულაძის ჯგუფში ვსწავლობდით. ჩაბარებისას ოთხი უფასო ადგილიდან ორი მე და უჩამ დავიკავეთ. ექვსი წელი ვსწავლობდით, საკმაოდ წარმატებული სტუდენტები ვიყავით და და იმ პერიოდში 25 სპექტაკლში მივიღეთ მონაწილეობა.

- ძმების საზღვარგარეთ გამგზავრება ვისი იდეა იყო?

- როცა დრო დადგა, ჩვენი განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯი გადაგვედგა, ორივემ იტალიაში გამგზავრება გადავწყვიტეთ. იტალიური ენის ცოდნა და ამ ენაზე სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანია ოპერის მომღერლისთვის. ეს ჩემი ოცნება იყო. ჩემი ოჯახი არ არის მდიდარი, ამიტომ ჩვენი ფინანსებით ვერ გავწვდებოდით. სპონსორს დიდხანს ვეძებდით, კულტურის სამინისტროსგანაც ველოდით დაფინანსებას, მაგრამ იმ პერიოდში ვერ მივიღეთ და ვალის აღება მოგვიხდა.

კულტურის სამინისტრომ დაფინანსება მოგვიანებით კი გამოგვიყო, მაგრამ ვალის პროცენტები იზრდებოდა და მამიკომ გადაწყვიტა, გაგვეყიდა ერთადერთი ბინა ქუთაისში, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ. მოკლედ, იტალიაში ჩვენ გამგზავრებას ბინა შეეწირა. ახლა სახლი გვაქვს სოფელ სიმონეთში, სადაც ძალიან მიყვარს ჩასვლა. უჩა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის ჩემთვის ძმაზე მეტია. ბავშვობიდან ერთი საძმაკაცო გვყავს და საერთო ინტერესები გვაქვს. დღეს მას ულამაზესი ოჯახი აქვს.

ჩემს ძმისშვილ ეფემიას 24 თებერვალს პირველი დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან ცუდი ბიძია ვარ, რომ მის დაბადების დღეზე ვერ ჩამოვედი. აქ კი, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის და ვიმედოვნებ, მალე გვექნება თბილისში ჩვენი ბინა წაიკითხეთ ვრცლად

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი