უკრაინელი მფრინავის დაჟედა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. "უნიანის" ინფორმაციით, სავჩენკო, რომელიც რუსეთის ციხეში იმყოფება, შესაძლოა საავადმყოფოში გადაიყვანონ. პატიმრის დის ინფორმაციით, სავჩენკოს ღვძლის მდგომარეობა გაუუარესდა.
ნადეჟდა სავჩენკო წაყენებულ ბრალს - ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობისა და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ არ აღიარებს და შიმშილობას განაგრძობს. 80 დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, მან საკვების მიღებაზე კვლავ უარი განაცხადა. სავჩენკო რუსეთის ციხეში 2014 წლიდან იმყოფება.