ანგელა მერკელი მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული შეთანხმებით რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების საფრთხეს ხედავს

ანგელა მერკელი მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული შეთანხმებით რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების საფრთხეს ხედავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს რუსეთსა და არაღიარებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმებისადმი და მასში გერმანიის მთავრობა რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების საფრთხეს ხედავს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტიანე ვირცმა განაცხადა.

"შეთანხმების დებულებების შინაარსი მხოლოდ აძლიერებს საქართველოს შეშფოთებას რეგიონში "მცოცავ ანექსიასთან" დაკავშირებით რუსეთის მხრიდან", - აღნიშნა ვირცმა. მისი თქმით, ამ შეთანხმებით, რუსეთმა კვლავაც საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაართულა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

კრისტიანე ვირცმა განაცხადა, რომ გერმანია კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისადმი სწრაფვაში და სეპარატისტული რეგიონების თავის შემადგენლობაში მშვიდობიანი გზით რეინტეგრაციის საქმეში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა