ვიქტორ იანუკოვიჩის უმცროს ვაჟს დღეს ყირიმში დაკრძალავენ

ვიქტორ იანუკოვიჩის უმცროს ვაჟს დღეს ყირიმში დაკრძალავენ

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უმცროს ვაჟს დღეს, ყირიმში დაკრძალავენ. გავრცელებული ცნობით, დაკრძალვას მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები დაესწრებიან. გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩის ცხედარი ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკვე გადაასვენეს.

უკრაინის ექსპრეზიდენტის შვილის ბაიკალის ტბაში დახრჩობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ამ ცნობას არ ადასტურებს.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. თუმცა, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, ოპოზიციონერმა ნესტორ შუფრიჩმა და ანტონ გერაშენკომ ყოფილი პრეზიდენტის ვაჟის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა