უკრაინის ექს-პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი გარდაიცვალა. ინფორმაციას OnPress.info, რუს ბლოგერებზე დაყრდნობით, ავრცელებს. როგორც რუსული მედია წერს, იანუკოვიჩმა შვილის სიკვდილი ვერ გადაიტანა და 23 მარტს ღამით, ინფარქტით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია და ჟურნალისტები მის გადამოწმებას ცდილობენ.
უკრაინის ექს-პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის ბაიკალის ტბაში დახრჩობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურეებდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. თუმცა, უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩის სიკვდილთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები დაადასტურეს უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, ოპოზიციონერმა ნესტორ შუფრიჩმა და ანტონ გერაშენკომ. უკრაინული მედიის ცნობით, ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შვილი დღე ყირიმის ნახევარკუნძულზე უნდა დაეკრძალათ.