უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სევოსტოპოლში შვილის დაკრძალვას დაესწრო. ამის შესახებ "გაზეტა.რუ" გამოცემა "კიმინფორმზე" დაყრდნობით იუწყება.
გამოცემასთან საუბარში სვიატო-ნიკოლსკის ტაძრის მსახურმა განაცხადა, რომ წესის აგებას უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩის ნათესავები, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დაესწრნენ. იყო ასევე ქალი, სავარაუდოდ დედა და პატარა ბავშვი.
წყაროს ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი სასაფლაოზე მდებარე ტაძარში გამთენიისას მიასვენეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩი 25 მარტს იალტაში უნდა დაეკრძალათ.