გერმანული ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ასევე 16 სკოლის მოსწავლე და ორი მასწავლებელი. ამის შესახებ "ჯერმანვინგის" პრესსამსახური იტყობინება.
მათივე ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც დღეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ფრენის წინ ტექნიკოსებმა შეამოწმეს და ის გამართული იყო. რაც შეეხება თავად კაპიტანს, მას "ჯერმანვინგსა" და "ლუფთჰანზაში" მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის გერმანელები, ესპანელები და თურქები იყვნენ. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.