21-22 მარტს თურქეთში ლათინო ამერიკულ ცეკვებში კონკურსი Gloria World Open 2015 გაიმართა, სადაც რამდენიმე ქართველი წყვილი მონაწილეობდა. მოცეკვავეები ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულან, ამიტომ კომენტარისთვის გიგი გაჩეჩილაძეს დავუკავშირდით.
- ძალიან ძლიერი ტურნირია, რადგან უკვე ჰყავდათ თორმეტვარსკვლავიანი წყვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალი დაკავებული იყო. სამწუხაროდ საქართველოს ჯერჯერობით არ ჰყავს ვარსკვლავიანი წყვილი.
- ვარსკვლავიანი წყვილი ნიშნავს, რომ ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეების ასეულში შედიან?
- ერთი ვარსკვლავი ნიშნავს, რომ საუკეთესო ასეულში შედის და ორი ვარსკვლავი კი ნიშნავს, რომ საუკეთესო 50-ში შედიან. ასეთი ძლიერი წყვილები კონკურსის პირველ ტურს ტოვებენ.