უახლესი ცნობები ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

უახლესი ცნობები ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია. შეგახსენებთ, რომ ამერიკასა და ჩინეთში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მომღერალმა რეაბილიტაციის კურსი გაიარა ლატვიაში და შემდეგ რუსეთში დაბრუნდა.

ახლა მომღერალი ცდილობს არ გამოჩნდეს სახალხოდ და არც პრესასთან აქვს ურთიერთობა. ამასთან, მისი ოჯახი ყველანაირ ინფორმაციას მალავს, რაც ჟანას ჯანმრთელობას ეხება და მხოლოდ მოკლე კომენტარებით შემოიფარგლება.

მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელდა სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ჟანა ფრისკეს თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროზე კრიტიკული ცვლილებები არ აღინიშნება.

თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სხივური თერაპიის შემდეგ ფრისკეს შესაძლოა, გართულებები დაეწყოს. მომღერალს ნეიროტოქსიკური დარღვევები და სხივური ნეკროზი მოელის, რამაც შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება