საფრანგეთში ავიაკატასტროფას 15 ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა

საფრანგეთში ავიაკატასტროფას 15 ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა

გერმანული ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის 15 ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, "ჯერმანვინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომას ვილკელმანმა განაცხადა.

"11:00 საათის მონაცემების მიხედვით, დაიღუპა 72 გერმანელი, 35 ესპანელი, ორი ავსტრალიელი, ორი არგენტინელი, ორი ირანელი, ორი ვენესუელელი, და ორი ამერიკელი, ასევე ერთი ბრიტანელი, ერთი ჰოლანდიელი, მექსიკელი, იაპონელი, დანიელი, ბელგიელი და ებრაელი", - აღნიშნა ვილკემანმა.

მისივე თქმით, არის რამდენიმე მგზავრი, რომელთა ეროვნებაც ჯერჯერობით უცნობია. "ჯერმანვინგის" სამგზავრო ლაინერი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფში მიემგზავრებოდა, გუშინ საფრანგეთის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე სულ 150 მგზავრი იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა