ნინო ლასარეიშვილი: ''ლექსო თორაძის კონცერტს ათი კაცი დაესწრო...''

ნინო ლასარეიშვილი: ''ლექსო თორაძის კონცერტს ათი კაცი დაესწრო...''

მევიოლინე ნინო ლასარეიშვილი (Ninia Lazaar) თითქმის 21 წელია, ჰოლანდიაში მოღვაწეობს. ამჟამად ეინდჰოვენში ცხოვრობს. თავისუფალ დროს სახლის წინ ეზოში გოლფის მოედანზე ატარებს, რომელიც მეზობელი ქალბატონის წყალობით შეუყვარდა. ''გოლფის თამაშმა ისე გამიტაცა, ჰოლანდიას გავცდი და მონაკოშიც კი ვითამაშე'', - ღიმილით აღნიშნა საუბრისას ინსტრუმენტალისტმა...

- ბავშვობაში კარგად ვმღეროდი და აბსოლუტური სმენა მქონდა. დედას დიდი სურვილი ჰქონდა, ფორტეპიანოზე დაკვრა მესწავლა და რვა წლის ასაკში მეცხრე მუსიკალურ სკოლაში წამიყვანა. გზად მეუბნებოდა, პიანი-ნოს რომ დაინახავ, თქვი, რომ სწორედ ამ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა გსურსო. მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, მაგრამ მუსიკალურ სკოლაში რომ შევედით, სულ სხვა რამ მოხდა (იღიმის). ერთგან მაგიდაზე ბევრი ინსტრუმენტი ელაგა, იქვე იდგა პიანინოც. ოთახს წრე დავარტყი, ყველა ინსტრუმენტი დავათვალიერე და ვიოლინოს რომ მივუახლოვდი, გავშეშდი (იღიმის). ვიოლინომ თავისი ლამაზი ფორმით მიმიზიდა, ხელი რომ მოვკიდე და სიმები აჟღერდა, ხომ საერთოდ, გავგიჟდი! არსად წასვლა აღარ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან დედის სიტყვები მახსოვდა, დავდექი ვიოლინოსთან და ავტირდი.

ვერ მიხვდნენ, რატომ ვტიროდი, მაგრამ როცა როგორღაც ამოვთქვი ჩემი სურვილი, დედა წინააღმდეგი არ წასულა და ასე ''შევრჩით'' დღემდე მე და ვიოლინო. მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში ოთხი წელი ვისწავლე და შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე. მეოთხე კურსზე სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე ჩვენს წარმატებულ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მაგრამ 90-იან წლებში, მაშინდელი არასათანადო პირობების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო, ორკესტრიდან ბევრი ადამიანი წავიდა და ზოგიერთი საზღვარგარეთ გაემგზავრა. სწორედ იმ დროს აღმოვჩნდი მეც ჰოლანდიაში. თავდაპირველად ამსტერდამში ჩავედი, სადაც რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ჩემი შვილი თეკლეც ჩავიყვანე. შემდეგ ჰერტოგენბოსში გადავინაცვლე და ახლა ეინდჰოვენში ვცხოვრობ.

- მაშინვე დაიწყეთ მუშაობა?

- დიახ. პირველი ნაბიჯები საკმაოდ მოულოდნელად გადავდგი. ჰერტოგენბოსში ერთგან ძალიან სასიამოვნო მუსიკოსების წრეში მოვხვდი და გასაუბრების შემდეგ ერთი ქალბატონი, რომე-ლიც ორკესტრის დირიჟორი აღმოჩნდა, ჩემით დაინტერესდა, ასე ვთქვათ, კარგი თვალით შემომხედა და თან, როცა გაი-გო, კონსერვატორია მქონდა დამთავრე-ბული, თავისთან მუშაობა შემომთავაზა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება