გია ჯაჯანიძე შეყვარებულის ცოლად მოყვანას არ აპირებს

გია ჯაჯანიძე შეყვარებულის ცოლად მოყვანას არ აპირებს

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ გია ჯაჯანიძე ამბობს, რომ ბუნებით მორცხვია, თუმცა ბოლო დროს გაზრდილმა პოპულარობამ სითამამე შემატა. სატელევიზიო სივრცეში მისი წყალობით გაჩნდა გადაცემა, რომელიც სხვა რაკურსით გვანახვებს რეალობას. მისმა მეთოდმა გაამართლა და დღეს მის გადაცემაზე ბევრს ლაპარაკობენ.

- ამბობენ, რომ მოახერხეთ ის, რაც მრავალი წელია, ვერავინ შეძლო - მაია ასათიანის ''პროფილს'' კონკურენცია გაუწიეთ.

- (ფიქრობს) რა დრო დამიდგა. ინტერვიუს დროს ვფიქრობ, რა ვთქვა, რაც ყველაზე ცუდია. ველოდი, რომ ასე მოხდებოდა. არ სჯეროდათ და არ მიჯერებდნენ. გულწრფელად გეტყვით, მაიას დამარცხება არ იყო ჩემი თვითმიზანი. თავიდან გადაცემა არ უნდა ყოფილიყო ''პროფილის'' დროს, მე ჩვეულებრივად ვმუშაობდი და პილოტების ჩაწერის დროს ხელმძღვანელობამ თვითონ გადაწყვიტა, ხუთშაბათ დღეს გავსულიყავით ეთერში. არც ვახსენებდი ''პროფილს'', მხოლოდ ჩემი ფიქრებით ვიყავი დაკავებული. როცა მითხრეს, ხუთშაბათ დღეს გავა ''სხვა რაკურსიო'', შევცბი და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ. ჯანსაღი კონკურენციის მომხრე ვარ.

- სვამთ კითხვებს, რომლებიც საქართველოში ყვითელი პრესის წარ-მომადგენლებსაც კი არ დაუსვამთ.

- მაგალითად?

- ''შენ ბოზი ხარ?'' - ჰკითხეთ ბაბეს, მერსი სულხანიშვილს კი უთხარით, ქალიშვილი ხარო.

- ვიცი, რომ ქალიშვილია და ეს ვუთხარი. ისე გამოდიოდა, რომ მალავდა იმას, რაც ქალის ღირსებაა და ამით მერსი დავიცავი. რაც შეეხება მეორე კითხვას, ვიცი, ვის რა კითხვა უნდა დავუსვა. იმ გოგოს დიდ პატივს ვცემ, მართლა არაა ბოზი. უბრალოდ, ვულგარულად ეცვა. ვკითხე და მანაც ჩვეულებრივად მიპასუხა - არა, მე ბოზი არ ვარო.

- ძნელია ეთიკის ზღვარზე სიარული. ამ დროს აუცილებლად ვინმე განაწყენდება თქვენზე.

- ვინც ეთიკის ნორმებზე საუბრობს, ნეტავ, როგორ ცხოვრობს. ამას ცინიზმით ვამბობ. ჩასაფრებულის როლში რომ ხარ, ძალიან ცუდია. ეს ღუპავს საერთოდ ჟურნალისტიკას, მორალსაც და საზოგადოებრივ აზრსაც. თუკი ვინმემ დაინახა, რომ, ვთქვათ, ქარტია დაირღვა, უნდა დაერეკა გია ჯაჯანიძისთვის, მასთან კონსულტაცია უნდა გაევლო და რჩევები მიეცა. მათ ადგილას მე ასე მოვიქცეოდი და ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად ვუჩივლებდი. გადაცემას რომ უყურებ იმიტომ, რომ ვიღაც გამოიჭირო, მერე უჩივლო და ამით გრანტი აიღო, ეს ნიშნავს, რომ მიუღებელი მეთოდებით იბრძვი, რაც ძალიან ცუდია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება