ასტროლოგიით გატაცებული ცნობილები - ვის აქვს წინასწამეტყველური სიზმრები და ვინ ათანხმებს მნიშვნელოვან თარიღებს ასტროლოგებთან

ასტროლოგიით გატაცებული ცნობილები - ვის აქვს წინასწამეტყველური სიზმრები და ვინ ათანხმებს მნიშვნელოვან თარიღებს ასტროლოგებთან

ასტროლოგია ბოლო დროს საქართველოში პოპულარული გახდა. ასტროლოგების მომსახურებით, ცნობილი ქართველებიც სარგებლობენ. მეფეები, პრეზიდენტები, ჩინოვნიკები... თითქმის ყველა ადამიანი დაინტერესებულია ასტროლოგიით, თუმცა ამას საჯაროდ იშვიათად აცხადებენ. "ამბები.გე" სწორედ ასეთი ქართველებით დაინტერესდა.

ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია ასტროლოგიით გატაცებულია, ის ასტროლოგ ნინო ხომერიკისგან ხშირად იღებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას მაშინ, როცა "იმედზე" გადაცემა "ხანუმები" მიჰყავდათ. როგორც მომღერალი აცხადებს, ასტროლოგიას ბოლომდე არ ეყრდნობა, თუმცა ვარსკვლავების მაინც სჯერა. მისი პირველი სოლო კონცერტის ჩატარების თარიღის შესახებ რჩევა მიხეილ ცაგარელს ჰკითხა, რომელმაც უთხრა, რომ ეს თარიღი მისთვის წარმატებული აღმოჩნდებოდა და ასეც იყო. მომღერალი ჰოროსკოპით მერწყულია და მისი ჰოროსკოპის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან უყვარს.

ეკო ფანგანი

ეკო ფანგანმა ცოტა ხნის წინ ასტროლოგიური სკოლის დამფუძნებელთან თორნიკე ბიძინაშვილთან ერთად ე.წ. ნათალური რუკა შეადგინა. ეს არის ბედ-იღბლის კორექტირება, რაც მიზნად ისახავს მინერალური ქვების მეშვეობით მოხდეს იღბლის კორექცია. ეს გადაწყვეტილება მოდელმა და ტელეწამყვანმა ერთ-ერთი გადაცემის გამო მიიღო. ფანგანი ჰოროსკოპით ტყუპებია და სხვა ტყუიპებისგან განსხვავებით პრაგმატული ადამიანია. თორნიკე ბიძინაშვილის განცხადებით, ეკო ფანგანისთვის ჰარმონიულ ასპექტს კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ქმნის.

ნინი ბადურაშვილი

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ასტროლოგიით დიდი ხნის წინ დაინტერესდა. ჰოროსკოპით ხარის წელში დაბადებული თხის რქა არის, ის მგრძნობიარე და ჭკვიანია. ზოგჯერ სიმპათიას მწარე ხუმრობითა და ირონიული შენიშვნებით გამოხატავს და არა სითბოთი. მომღერალი ადრე ყოველდღიური ჰოროსკოპით იყო გატაცებული. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ბადურაშვილი იხსენებს ასტროლოგების დახასიათება მის ხასიათს ემთხვევა. ერთი პერიოდი ის ყოველდღე ეცნობოდა ასტროლოგიურ პროგნოზს. შემდეგ საკუთარ ხასიათში აღმოაჩინა, რომ თუ ვარსკვლავები ცუდ დღეს უწინასწარმეტყველებდნენ თავს უხასიათოდ გრძნობდა და ჰოროსკოპს აღარ ეცნობა. ბადურაშვილს წინასწარმეტყველური სიზმრებიც აქვს.

ნუკი კოშკელიშვილი

ასტროლოგიით ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილიც არის დაინტერესებული. ქერათმიანი მანდილოსანი ამას არასდროს მალავს და ყოველთვის საჯაროდ აცხადებს. ის ჰოროსკოპით ტყუპებია და შესაბამისად გაორებული, ამავე დროს ოპტიმისტი ადამიანია. ვარსკვლავების ცნობით, ნუკი იდეალისტია, სამყაროს ვარდისფერი სათავლით უყურებს და როცა რეალობას ეჯახება განიცდის.

თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ასტროლოგების რჩევებს ხშირად ითვალისწინებს, ვარსკვლავების რჩევებსაც ენდობა და თავადაც კარგად ერკვევა ასტროლოგიაში. ჰოროსკოპით სასწორია. როგორც ვარსკვლავები ამბობენ, მას აქვს დიპლომატიის უნარი და კომუნიკაბელურია. ტელეწამყვანი ხშირად ითვალისწინებს ასტროლოგების რჩევებს და პირადი ჰოროსკოპიც აქვს შედგენილი. რომელსაც ხშირად არ ითვალისწინებს.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება