ინდოეთში მეწყერს 17 ადამიანი შეეწირა

ინდოეთში მეწყერს 17 ადამიანი შეეწირა

ინდოეთის ქაშმირის შტატში გადაუღებელ წვიმას და მეწყერს 17 ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. ადგილობრივი მთავრობა სტიქიის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას ცდილობს. სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ქალაქ სრინაგარიდან 40 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი მიწაში ჩაიტანა. შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, პოლიციის ცნობით, ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი. ორი ადამიანი კი რეგიონის სხვა მხარეს წყალდიდობას ემსხვერპლა.

სტიქიის გამო ასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. სინიპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ნალექს ვარაუდობენ. ინდოეთში ბოლო პერიოდში გადაუღებელი წვიმა ხშირია. მეტეოროლოგების ცნობით, გასული თვე ქვეყანაში ყველაზე ნალექიანი იყო ბოლო საუკუნის განმავლობაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა