თურქეთში რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს

თურქეთში რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს

თურქეთში მემარცხენე რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა ერთ-ერთი პროკურორი საკუთარ ოფისში მძევლად აიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკცებმა ის პროკურორი დაატყვევეს, რომელიც 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული თინეიჯერის მკვლელობის საქმეს იძიებდა.

შეიარაღებული პირები ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრებიან იარაღით უცნობი მამაკაცები პროკურორს. ამ დროისათვის პროკურორის ოფისის გარშემო პოლიციაა მობილიზებული, ოფისის თანამშრომლები ევაკუირებულია.

15 წლის ბერკინ ელვანი, 2013 წელს, სტამბოლში გამართული მასობრივი დემონსტრაციის დროს მოკლეს. მას ცრემლსადენი გაზის ავზი მოხვდა თავში, რის შედეგადაც ის 9 თვის განმავლობაში კომაში იყო, 2014 წლის მარტში კი გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას თურქეთში ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაღუპულის მშობლები დამნაშავე პოლიციელის დასჯას ითხოვნდნენ, თუმცა, ამ დრომდე არასრულწლოვანის მკვლელობის გამო არავინ დაუსჯიათ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა