თურქეთში მმართველი პარტიის ოფისს თავს დაესხნენ

თურქეთში მმართველი პარტიის ოფისს თავს დაესხნენ

თურქეთში შეიარაღებული პირები მმართველ პარტია "სამართლიანობისა და განვითარების" სათავო ოფისს თავს დაესხნენ. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. თვითმხილველთა ცნობით, სტამბულში მდებარე პარტიის ოფისში სროლის ხმა ისმოდა. თურქულმა ტელეარხებმა კი გაავრცელეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს თუ როგორ აფრიალებს უცნობი მამაკაცი თურქეთის დროშას შენობის ფანჯრებიდან.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები პოლიციამ უკვე დააკავა. გუშინ კი რადიკალური დაჯგუფების წევრებმა სტამბულში ერთ-ერთი პროკურორი, სელიმ ქირაზი დაატყვევეს, რომელიც მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა