ნიკო ბერიძემ გოგონა "ფეისბუქით დანიშნა"

ნიკო ბერიძემ გოგონა "ფეისბუქით დანიშნა"

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ნიკო ბერიძე "მაესტროს" ჟურნალისტ ანუკა ხიდაშელზე დაინიშნა, ეს ფაქტი ამ ადამიანების "ფეისბუქ-გვერდებზეც" აისახა.

"ამბები.გე" ნიკო ბერიძეს დაუკავშირდა.

- ნიკო, მოგილოცოთ სიახლე პირად ცხოვრებაში?

- არა, არა (იცინის). ჩემი მეგობარია ანუკა, ანა ხიდაშელი. გუშინ მის "ფეისბუქ-გვერდზე" ასეთი ინფორმაცია გამოჩნდა, რომ ის საკუთარ თავზეა დანიშნული.

მაშინვე მივწერე, - რამ გადაგრია, საკუთარ თავზე როგორ ინიშნები ამხელა გოგო? მოდი და მე დაგნიშნავ-მეთქი და "ფეისბუქით" ასე დავნიშნეთ ერთმანეთი. მერე აღმოჩნდა, რომ პირველი აპრილიც იყო, მანამდე არ გაგვხსენებია ეს და უნებლიედ ასეთი კეთილი ხუმრობა გამოგვივიდა.

- ადამიანები ასე თამამად არ ხუმრობენ, თუ რაიმე საფუძველი არ არსებობს ამისთვის...

- არა, ჩვენ შორის ნამდვილად არაფერი ხდება ისეთი, რაც იგულისხმეთ... ჩემი "ფეისბუქ-გვედია" და იქ როგორც მინდა, ისე ვიხუმრებ (იცინის).

შეგახსენებთ, რომ ნიკო ბერიძე პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. არაერთ მუსიკალურ პროექტში მიუღია მონაწილეობა. მუსიკისა და დრამის თეატრში კი რეჟისორ დათო დოიაშვილის სპექტაკლში - "ქეთო და კოტე", კოტე ითამაშა, რომელსაც თავი წარმატებით გაართვა...

ამჟამად ის აჭარის ტელევიზიის მუსიკალური პროდიუსერია და პარალელურად საკუთარ მუსიკალურ რეპერტუარზე მუშაობს. "აქტიურად ვარ მუსიკალურ ამბებში ჩართული და საავტორო სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, რომელსაც მაყურებელი და მსმენელი მალე იხილავს", - აღნიშნა ნიკომ.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება