"დღეს ფოლკლორიც გაფანოღდა" - ვის რა დიაგნოზი დაუსვა ანრი ჯოხაძემ?!

"დღეს ფოლკლორიც გაფანოღდა" - ვის რა დიაგნოზი დაუსვა ანრი ჯოხაძემ?!

"როდესაც ნიჭიერი ადამიანი უყურებს, რომ ვიღაც "პარასტიტუტკას" აპიარებენ, სტიმული ეკარგება"

"ვისაც უნდა ეწყინოს და გაღიზიანდეს, - ურბანიზაციამ თბილისში პროვინციული გემოვნება შემოიტანა. სხვადსხვა პროვინციიდან დედაქალქში ამ ყველაფრის თავმოყრამ, მუსიკალურ სფეროც დააზიანა…"

ბოლო ხანს, ხშირად გაისმის შეფასებები, რომ თანამედროვე ქართულ მუსიკაში იმდენად ბევრი უგემოვნო და არაფრისმომცემი ნამუშევრები იქმნება, რომ ქართული მუსიკალური ხელოვნება რეალური საფრთხის წინაშეა. ამ თემის განხილვა მომღერალ ანრი ჯოხაძესთან ერთად გადავწყვიტეთ:

- თუ ქართული კულტურის, კერძოდ, მუსიკის გადარჩენასა და ზოგადად მის ტრადიციებზე ვლაპარკობთ, უნდა ვთქვათ, რომ რაც 30-40 წლის წინ საქართველოში ესტრადის სახით არსებობდა, ის "ოქროს ხანა" იყო. იყვნენ უძლიერესი კომპოზიტორები: ლაღიძე, კერესელიძე, მილორავა, ცინცაძე... მაგრამ ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან დიდი ხელშეწყობაც ჰქონდათ. გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ მგონია, რომ დღეს კარგ მუსიკოსებს მოტივაცია არ აქვთ, რომ რაღაც ნორმალური შექმნან. ამასთანავე, არც მორალური მხარდაჭერა... ქვეყნისთვის საესტრადო მუსიკა არ არის პრიორიტეტული დარგი.

მეორე ფაქტორიცაა, ვისაც უნდა ეწყინოს და გაღიზიანდეს, - ურბანიზაციამ თბილისში პროვინციული გემოვნება შემოიტანა. სხვადსხვა პროვინციიდან დედაქალქში ამ ყველაფრის თავმოყრამ, მუსიკალურ სფეროც დააზიანა და საბოლოოდ საშინელი, უგემოვნო მუსიკა მივიღეთ, ანუ "მარშრუტკების მუსიკა". ამაში ნურავინ შემედავება, ეს ასე. მაგრამ თბილისს ყოველთვის აქვს თავისი "რკინის ლოგიკა," გემოვნება, კანონები და წესები, რის ხარჯზეც ბევრი რამ იფილტრება. ეს კი ყველას აიძულებს, მეტ-ნაკლებად იმ წესებით იცხოვროს, რასაც თბილისური ტრადიციები სთავაზობს...

ამიტომაც არის, რომ დღეს ისეთი ტენდენცია წავიდა, რომ ცოტა "უტყდებათ" "სამარშრუტკო მუსკის" მოსმენა. ესირცხვილებათ ფანოღი... ეს მუსიკა უხდება რესტორანს, აბა, სხვა რაზე უნდა იცეკვო? მაგრამ მისი როგორც უმაღლესი პილოტაჟის მუსიკის დამკვიდრება, ეს კრიმინალია! თორემ თავის ადგილზე მეც მიმღერია ასეთი ფანოღური სიმღერები...

- რაღაცები თანდათან იფილტრება, მაგრამ მდარე მუსიკა მაინც დიდი დოზით ჟღერს. თუ ამ ყველაფერს ფართოდ გავრცელების გასაქანი მიეცა, მერე რა ვქნათ?

- ისე, ადრეც ხდებოდა ასე - პერიოდულად, უგემოვნების ტალღა მოვარდება ხოლმე. ასე იყო 90-იანებშიც, 2000-იანების დასაწყისშიც, მაგრამ ის მერე დროს მიაქვს. გაიხსენეთ, 10-15 წლის წინ როგორი აქტიური იყო შოუბიზნეში მამიკოს, დედიკოს და ბიძიკოს ფულით გაქაჩულების თემა, რომლებიც ცოცხლად საეროდ ვერ მღეროდნენ. ნახეთ, მათგან როგორ გაიწმინდა ეს სფერო?!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება