რატომ დასჭირდა გიორგი ლიფონავას ალეკო ბეგალიშვილის დამშვიდება

რატომ დასჭირდა გიორგი ლიფონავას ალეკო ბეგალიშვილის დამშვიდება

დედ-მამის გზა განაგრძეს და სამი ძმა ბეგალიშვილები მსახიობები არიან. მათ შორის შუათანა, ალეკო ბეგალიშვილი, დღეს მუსიკისა და დრამის თეატრის თითქმის ყველა სპექტაკლშია დაკავებული, ასევე ორ სერიალშიც.

- ბავშვობაში რამე ფილმს ან სპექტაკლს რომ ვნახავდი, ვცდილობდი, ისე ჩამეცვა, როგორც რომელიმე გმირს და მერე ეზოში სხვებთან ერთად მსახიობობანას ვთამაშობდი. თუმცა მაშინ ამ პროფესიის არჩევაზე სერიოზულად არ მიფიქრია. გატაცებული ვიყავი როკ-მუსიკით, ბიჭებს ჯგუფიც გვქონდა, მაგრამ სკოლას რომ ვამთავრებდი, ჩემი ოჯახის წევრები შემიჩნდნენ, თეა-ტრალურში ჩააბარეო, სადაც სწორედ იმ წელს გაიხსნა საესტრადო ფაკულტეტი და ჩემს ინტერესის სფეროს ერგებოდა. გამოცდაზე გიტარით მივედი, რაღაცები ვიმღერე და მოკლედ რომ ვთქვა, მიმიღეს. პირველ სპექტაკლში სახასიათო როლი მომცეს, მგონი გამომივიდა და ასე შევრჩი ამ საქმეს.

- როკჯგუფს რა ბედი ეწია?..

- ეს ''ბიტლომანიის'' პერიოდში ხდებოდა და ჩვენც ''ბიტლომანები'' ვიყავით. ჯგუფში სამი გიტარა და ერთი ბარაბანი ''იყო''. რაღაც სისულელეებს ვუკრავდით, რომელსაც ჩვენვე ვწერ-დით. ხუთი-ექვსი კონცერტის შემდეგ ორი წევრი ჯარში წაიყვანეს, ისინი რომ შევცვალეთ, მერე ჩვენ წავედით ჯარში და ბოლოს დავიშალეთ. სიმართლე გითხრათ, ეს გატაცება იყო და სერიოზული სახე არ ჰქონია.

- სამ ძმას შორის რომელია უფროსი?

- ზურა ჩემზე შვიდი წლით უფროსია, მერე - მე და ჩემზე ოთხი წლით უმცროსი ბადრია. ასაკით შუათანა ვარ, მაგრამ ''ტვინით'' მგონი ყველაზე პატარა, ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებიან.

- ამას ძმები აღნიშნავენ თუ სხვები?

- ძმები (იღიმის).

- 1995 წლიდან მუსიკისა და დრამის თეატრში ხართ, მაგრამ მანამდე იყო თენგიზ ჩანტლაძის თეატრიც…...

- კი, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თენგიზ ჩანტლაძის თეატრში დავიწყე მუშაობა, მაგრამ 90-იან წლებში, ერთმანეთის ჩეხვის, თბილისისა და აფხაზების ომების პერიოდში, შეუძლებელი გახლა მინიატიურების თეატრის არსებობა. ცხონებული მამუკა კიკალეიშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, შემდეგ ის მოსკოვში წავიდა და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დალი (მაცაცო) კალატოზიშვილი მთელი გულით ეკიდებოდა საქმეს და ის იყო რეჟისორი, რომლის პირველ სპექტაკლში ვითამაშე, მაგრამ არც დაფინანსება გვქონდა და არც სხვა პირობები, ამიტომ დასი დაიშალა, მსახიობები დაიფანტნენ და ფაქტობრივად, თეატრი ''გაქრა''.

- 90-იანი წლები როგორ გაიარეთ?

- თეატრში ბევრი ვერაფერი კეთდებოდა. მახსოვს დალის სპექტაკლის ''ბატონებო, ჩვენ ვხუმრობთ'' პრემიერა. მაშინდელი მთავრობაც დაესწრო, დაგვაიმედეს, რომ თეატრს დაეხმარებოდნენ, მაგრამ ამ სიტყვებით ყველაფერი მორჩა. შენობა ყოფილ გორკის, ახლანდელ ვარდების ბაღში იდგა, იქვე ვისხედით, სასმელს ვსვამდით, ლექსებს ვწერდით და ჩვენთვის ვერთობოდით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება