ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ერთვება, რისთვისაც ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში წინასაარჩევნო შტაბისთვის ოფისი უკვე იქირავა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

ცნობილი ბრუკლინის ხიდის მახლობლად, კონკრეტულ შენობაში კლინტონმა ორი სართული იქირავა. მედიის ინფორმაციით, ამიერიდან 15 დღის განმავლობაში კლინტონი ვალდებულია ოფიციალურად განაცხადოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.

67 წლის ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში 2008 წელსაც მონაწილეობდა. მან სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 2013 წელს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა