დუტას სამი ჩხუბი პირადი შეურაცხყოფის გამო

დუტას სამი ჩხუბი პირადი შეურაცხყოფის გამო

სიტყვა პოპულარობას რომ ვახსენებთ, პირველ სამეულში, ალბათ, ბევრი თქვენგანი დუტა სხირტლაძეს დაასახელებს. მისთვის მხოლოდ ერთი სახის პოპულარობა არსებობს და მას დადებითად და უარყოფითად არ ყოფს, ''სტალინიც და ჰიტლერიც პოპულარულები არიან, მაგრამ გორელებს სტალინი უყვართ, ჰიტლერი - არა, ჩემთვის კი ორივე ერთნაირი ტირანი იყო. სულ კითხულობენ, ეროსი მანჯგალაძემ უფრო კარგად ითამაშა აზდაკი თუ რამაზ ჩხიკვაძემ. მე კი მგონია, რომ ეროსის აზდაკი უფრო მაგარი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამაზის რიჩარდ მესამეზე არ ვბოდავ. ორივე პოპულარულია, მაგრამ რაღაც კონკრეტულ მომენტში არ მევასება რამაზი და მომწონს ეროსი. ასე რომ, შევთანხმდეთ, პოპულარობა ერთი ცნებაა, ხან ასეა, ხან - ისე'', - ამბობს მსახიობი

- პირველად პოპულარობა როდის იგრძენი?

- ჩემს პატარა ქალაქში, თელავში. ვიყავი თინასა და დოდიკას შვილიშვილი, ყველა მცნობდა. გვქონდა ჯგუფი ''ღამურები'', რომელიც თელავში ძალიან პოპულარული გახდა. ეს ცნობადობა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გაიზარდა და საყოველთაო პოპულარობა მოვიპოვე ქვეყანაში გადაცემით ''ვის უნდა 20 000''. მანამდე თეატრალური სარდაფის წყალობით ვიწრო წრეში მცნობდნენ. იმაში კი, რომ ყველა მომსალმებოდა, დიდი როლი ითამაშა ტელევიზიამ.

- თავად თუ გქონდა მიზნად სუპერპოპულარობა?

- არ მქონია ამისი ამბიცია. თეატრიდან წასვლა არ მინდოდა. ზუსტად ვიგრძენი, რომ როგორც თეატრის მსახიობისთვის და ზოგადად, როგორც მსახიობისთვის, ეს კარგი არ იქნებოდა. ჩემი თანხმობა დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ თეატრალური სარდაფი პირველი კომერციული ქართული თეატრი იყო, მას სახელმწიფო დაფინანსება არ ჰქონია და შესაბამისად, ტელევიზიაში გამოჩენით მას რეკლამას გავუწევდი.

- ძველი და დღევანდელი დუტა ერთმანეთისგან რით განსხვავდება?

- პრინციპში, არაფრით, შინაგანად ნამდვილად არაფრით განვსხვავდებით. ერთი ისაა, რომ ცოტა დავბერდი, ასაკში ვარ. და იმითაც, რომ ახლა პოპულარული ვარ.

- ''ვის უნდა 20 000''-ის დროს მხოლოდ დადებითად პოპულარული იყავი. მერე გამოჩნდა ნეგატივი...

- ჩემი აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი სახის პოპულარობა, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად აღგიქვამენ, პოზიტიურ აზრს გამოხატავენ ან შენი პოპულარობა აღიზიანებთ. ვფიქრობ, ეს ადამიანების კომპლექსებს უკავშირდება. როცა ადამიანი პოპულარულია და შენ მასზე ცუდად ლაპარაკობ, აგინებ, მის მსგავს პოპულარობას მოიპოვებ. დავუშვათ, რეზო ამაშუკელს დააკლდა პოპულარობა. დაიწყო ყველას გინება, ნაცებიდან მოყოლებული, გნაცებით, შმაცებით დამთავრებული. აგინებს ყველას, ვისიც არ მოერიდება, ვინც რაღაცას აკეთებს. ეს პოპულარობის ძალიან მარტივი ხერხია. აქვე აღვნიშნავ, რომ მას დიდ პატივს ვცემ და მომწონს მისი შემოქმედება, მიყვარს და მეყვარება ყოველთვის იმის მიუხედავად, რომ იცის ხოლმე ლანძღვა. მერე რა,… რეზო ამაშუკელმა მე რომ აღარ მომიხსენიოს, ძალიან მეწყინება, რადგან მინდა, რომ მომიხსენიოს (იღიმის).

- სიტყვა პოპულარობაზე დუტა გაგახსენდება. ყველგან დუტაა...…

- უთოშიც კი (იცინის). ვცდილობ, ბავშვებისთვის ისეთი ტიპი ვიყო, რომელსაც მართლა ყველგან დაინახავენ, იმიტომ, რომ ბევრს მუშაობს. მუშაობა არ მეზარება. ერთგვარი პიარია, რომ ყველგან დუტაა, ეს თითქოს დაცინვაა, მაგრამ მადლობა მათ, ვინც ეს გამონათქვამი მოიფიქრა. უთოშიც სიამოვნებით ვიქნებოდი, მაცივრის კარზეც, მეტროშიც გამოვაცხადებდი რამეს, თუკი ეს ადამიანებს პოზიტიურ განწყობას შეუქმნიდა. ვისაც ის აღიზიანებს, რატომაა დუტა ყველგან ყოველთვის, მათ ვეტყვი, რომ გუმბარიძის დროიდან სცენაზე ვდგავარ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება