იტალიის სანაპიროებთან 1 500-მდე მიგრანტი სიკვდილს გადაარჩინეს

იტალიის სანაპიროებთან 1 500-მდე მიგრანტი სიკვდილს გადაარჩინეს

იტალიის სანაპიროებთან დაახლოებით 1 500 მიგრანტი გადაარჩინეს. "ბიბისის" ცნობით, ისინი იტალიის ტერიტორიაზე ნავებით არალეგალურად შეღწევას ცდილობდნენ. იტალიის სანაპირო დაცვამ ისინი ხუთი სხვადასხვა ბორნიდან კუნძულ ლამპედუზასა და სიცილიაზე გადაიყვანა.

როგორც სანაპირო დაცვის წევრები იტყობინებიან, მათ განგაშის სიგნალი სამი ნავიდან მიიღეს, მიგრანტები დახმარებას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი კიდევ ორი ბორანი აღმოაჩინეს. მსგავსი შემთხვევები იტალიის სანაპიროსთან ხშირია.

გასულ წელს ზღვის გავლით ევროპის ტერიტორიაზე 170 000 მიგრანტი შევიდა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 3 500 მიგრანტი გარდაიცვალა, ხოლო 200 000-ის გადარჩენა სანაპირო დაცვამ შეძლო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა