19 აპრილს ოპოზიციური პარტიები მოსკოვში მასობრივ დემონსტრაციას გამართავენ

19 აპრილს ოპოზიციური პარტიები მოსკოვში მასობრივ დემონსტრაციას გამართავენ

რუსეთის დედაქალაქში ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს მასობრივი დემონსტრაციის გამართვას გეგმავენ. რადიო "თავისუფლების" ცნობით, ნებართვის თხოვნით მათ მოსკოვის მერიას უკვე მიმართეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას დაახლოებით 30 000 ადამიანი დაესწრება. დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ალექსანდრ რიკლინის განცხადებით, მათ მსვლელობის გამართვა "ტრუბნაიას" მოედნიდან რევოლუციის მოედნამდე სურთ. თუმცა, მათ დედაქალაქის მთავრობას სხვა მარშრუტებიც შესთავაზეს.

ოპოზიცია დემონსტრაციაზე მთავრობისადმი გარკვეული მოთხოვნების წაყენებას ამჯერად არ აპირებს, ისინი მოქალაქეებისადმი მიმართვას გეგმავენ. მსვლელობას პარტია "სოლიდარნოსტი" და რესპუბლიკური პარტია შეუერთდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა