"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიაში ეკლესია ააფეთქეს

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიაში ეკლესია ააფეთქეს

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში 80 წლის წინ აშენებული ქრისტიანული ეკლესია ააფეთქეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით "როიტერი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, მსხვერპლი არ არის. ისლამისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ასირიულ სოფელ თელ-ნასრიში მდებარე წმინდა მარიამის სახელობის ტაძარში განათავსეს. აღნიშნულ სოფელს, ისევე როგორც სირიის სხვა არაერთ ტერიტორიას "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა