ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადაა

ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადაა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი მზადაა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ის არჩევნებში კენჭისყრის შესახებ მომდევნო კვირების განმავლობაში ოფიციალურად განაცხადებს.

ექსპერტების განცხადებით, კლინტონი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება "დემოკრატიული პარტიიდან". ჰილარი კლინტონმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აქამდეც განაცხადა, თუმცა, ოფიციალურად საპრეზიდენტო მარათონში არ ჩაბმულა.

"რესპუბლიკელების" მხრიდან კი, არჩევნებში კენჭისყრის სურვილი გამოთქვა სენატორმა ტედ კრუზმა. ის პრაიმერში სავარაუდოდ, ჯორჯ ბუშ უფროსის ვაჟს, ჯებ ბუშს და ნიუ-ჯერსის გუბერნატორს, კრის კრისტის დაუპირისპირდება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა