ნიუ იორკში ედვარდ სნოუდენის ძეგლი აღმართეს

ნიუ იორკში ედვარდ სნოუდენის ძეგლი აღმართეს

აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის სკულპტურა საიდუმლოდ შეიტანეს და დაამონტაჟეს ამერიკელი ჯარისკაცების მემორიალში. 

ორშაბათს დილით ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი შეიპარა ბრუკლინის ომის მემორიალში და სნოუდენის ქანდაკება აღმართა. ”ეს მონუმენტი ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც ამერიკის რევოლუციური ომის პატიმრობაში არიან. ჩვენ აღვმართეთ ეს ძეგლი მათთვის, ვინც საკუთარი უსაფრთხოება შესწირა დღევანდელ ტირანიას”, - განაცხადეს აქტივისტებმა.

სკულპტურის დიზაინერის ვინაობა უცნობია. მოგვიანებით ძეგლი მცველებმა შეამჩნიეს და მას დემონტაჟამდე ბრეზენტი გადააფარეს.

ამერიკის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი აშშ-ის ინტერნეტ და სატელეფონო თვალთვალის პროგრამის ჩანაწერების გავრცელებაშია ბრალდებული. მან აშშ-ის სპეცსამსახურები მოქალაქეების გამუდმებულ მოსმენასა და თვალთვალში ამხილა.

მომზადებულია ridus.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა