რუსული პროპაგანდა და "მოკლული გოგონა", რომელიც არ არსებობს - BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება დონეცკში (+ვიდეო)

რუსული პროპაგანდა და "მოკლული გოგონა", რომელიც არ არსებობს - BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება დონეცკში (+ვიდეო)

ინფორმაციული ომი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ამასთან, ორივე მხარე ერთმანეთს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

დონეცკში, რომელსაც თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მომხრეები აკონტროლებენ, უკრაინული ტელეარხები არ მუშაობენ. ამიტომ ადგილობრივი მცხოვრებლები მომხდარზე სრულ ინფორმაციას რუსული ტელევიზიების ახალი ამბების გამოშვებებიდან იღებენ.

BBC-ის კორესპონდენტი ნატალია ანთელავა რუსი ჟურნალისტების განცხადების ნამდვილობის შემოწმებას შეეცადა - ათი წლის გოგონაზე, რომელიც თითქოსდა დონეცკში უკრაინული არმიის მხრიდან საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სამმა რუსულმა არხმა გაავრცელა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა