ჯაბა კილაძე: ''საქართველოში ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ აღმერთებენ...''

ჯაბა კილაძე: ''საქართველოში ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ აღმერთებენ...''

დილა ფინჯან ყავასთან ერთად

ღამე ადრე ვერ ვიძინებ, ამიტომ დილას გაღვიძება მიჭირს. საწოლიდან ადგომის შემდეგ შევდივარ აბაზანაში, სწრაფად ვწესრიგდები, აუცილებლად ვსვამ ყავას, რადგან მის გარეშე ვერ გამოვფხიზლდები და მსუბუქად საუზმობასაც ვახერხებ. ყველაზე ხშირად გეახლებით ხაჭოს, არაჟანს ან სოსისს. სამსახურში არასდროს ვაგვიანებ. ''დრო ძვირად ფასობს'', შესაბამისად, პუნქტუალურობას ვამჯობინებ.

ბავშვობა

რაც ყველა, მეც ცელქი ბავშვი ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ იმ დროის საქართველო გაჭირვებასთან, განუკითხაობასა და კრიზისთან ასოცირდება, მაინც სასიამოვნოდ მახსენდება ბავშვობის წლები. დღეს, სამწუხაროდ, სულიერი ღირებულებები და ცოცხალი ურთიერთობები დაკარგულია. ადამიანები ზოგჯერ ერთ ჭერქვეშ, სხვადასხვა ოთახში არიან და მაინც ემესიჯებიან ერთმანეთს. ტექნიკა ყოველდღიურად ვითარდება, ჩვენც ფეხდაფეხ მივდევთ მას. ყველაფერს აქვს საზღვარი, საინტერესოა, სადამდე მივალთ. საქართველოში, ოჯახის ტრადიციიდან გამომდინარე, რთულია დამოუკიდებლობის მოპოვება. 30 წლის კაცებიც კი ბაბუებისა და მამების ფულით ''გულაობენ'', მერე, საუბედუროდ, მარჩენალები ეხოცებათ, მარტო რჩებიან, ნარკომანები და ლოთები ხდებიან ან კაზინოში ათენებენ ღამეებს. ამერიკაში 18 წლის მერე მშობელი თავის გზაზე უშვებს შვილს. ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ადამიანი იწყებს შრომას, ''შრომა კი აკეთილშობილებს კაცს''. ყველაფრის ფასს იგებს. არ ვიცი, ამერიკული აღზრდის ტაქტიკა სჯობს თუ ქართული. პირადად მე მშო-ბლები მიხსნიდნენ სიტუაციას და მერე არჩევანის გაკეთების საშუალებას მაძლევდნენ.

თემა, რომელსაც საჯაროდ არასდროს განიხილავს

სიყვარული იმდენად პირადული და ინტიმური თემაა, საჯაროდ არ უნდა განიხილო. ეს გრძნობა ძალიან სუბიექტურია. ერთი ადამიანის სიყვარულის ''სტანდარტები'' შეიძლება, მეორისას არ მოერგოს. მაგალითად, ვიღაც მიიჩნევს, რომ ქალთან ერთად კინოში წასვლა სიყვარულია...

პროფესია და საყვარელი საქმე, როგორც ცხოვრების წესი

პროფესიის არჩევისას ადამიანები ხშირად მისდევენ მოდას. ჩემი აბიტურიენტობისას აქტუალური იყო სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები. იქ ვერ ვხედავდი საკუთარ თავს, ექიმის ტიპაჟი არ ვარ, კანონების დაზუთხვა კი საჩემო საქმე არ არის. მშობლები მირჩევდნენ, მსახიობი არ გახდეო, მაგრამ რადგან თეატრის სიყვარული გენში მაქვს, ვიფიქრე, ყველაზე კომფორტულად მაინც ამ სფეროში ვიგრძნობდი თავს. იმ პერიოდში დედაჩემი თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, ამიტომ დიდი შანსი იყო, ჩემთვის შეღავათი გაეწიათ. მსურდა, ჩემი რეალური შესაძლებლობები მცოდნოდა. ტყუილად არ დამეკარგა დრო და არ დამენგრია ცხოვრება. დახმარების გარეშე გავიარე გამოცდა. გადაწყვეტილი მქონდა, თუ მცირე ნიჭი მაინც აღმომაჩნდებოდა, მისი გაღვივებისა და წარმატების მოპოვებისთვის ვიბრძოლებდი. მეორე კურსზე ''ჯინსების თაობაში'' გეგას როლი მომცეს და ნელ-ნელა თავი დავიმკვიდრე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება