ანი გიუნტერი სააღდგომო ხეს დგამს და კვერცხის შეღებვის საკუთარ მეთოდს გვიზიარებს

ანი გიუნტერი სააღდგომო ხეს დგამს და კვერცხის შეღებვის საკუთარ მეთოდს გვიზიარებს

როდესაც ტელეჟურნალისტ ანი გიუნტერს წინასააღდგომო სამზადისსა და ტრადიციებზე შევეხმიანეთ, გვითხრა, რომ უკვე ტრადიციად დაუმკვიდრდა, სააღდგომოდ მუდმივად გადაღებებზე დადის...

"სააღდგომოდ ის ტრადიცია მაქვს, რომ გადაღებიდან გადაღებაზე დავდივარ. ეს ამბავი უკვე მართლა ტრადიციად იქცა. ამიტომ, სადღესასწაულო განწყობას ჯერ სტუდიაში ვიქმნი და მერე იმ განწყობას სახლშიც გადავიტან", - ამბობს ანი.

- მინდა დავდგა "სააღდგომო ხე"...

- რას გულისხმობ?

- იმას, რომ ხეს ზედ შევაბამ სხვადასხვა ფერის შეღებილ კვერცხს, რომელიც ლამაზად შეიძლება გაფორმდეს... კარგი იქნება, თუკი ჩვენში ეს ტრადიცია დამკვიდრდება ისევე, როგორც ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა. ეს გერმანული ჩვეულებაა. მოგეხსენებათ, გერმანელი ვარ და ამ ყველაფერს თუ აქაც გამოუჩნდებიან მიმდევრები, მივესალმები. დიახ, ჩემს ისტორიულ სამშობლოში აქვთ ასეთი კვერცხის ხეები. გეტყვით იმასაც, რომ კვერცხებს განსხვავებულად ვღებავ.

- როგორ? რაიმე არატრადიციული მეთოდი გაქვთ?

- დიახ. ისე, ტრადიციული მეთოდით შეღებილ კვერცხსაც შეგიძლიათ, ლენტი მიაწებოთ, ან შემოახვიოთ...

ახლა შეღებვის ჩემს განსაკუთრებულ მეთოდს გაგიმხელთ: აიღეთ უკვე გაზავებული სხვადასხვა ფერის საღებავი და ჭიქებში გაანაწილეთ. ერთ ჭიქაში ჩაასხით ზეთი და უკვე მოხარშული თეთრი კვერცხი მოათავსეთ ჯერ ზეთიან ჭიქაში, მერე საღებავიან ჭიქაში. სადაც ზეთი არ მოხვდება, ის ნაწილი შეიღებება. ამიტომ თუ კვერცხის გარკვეული ადგილი არ შეიღება, საღებავიან ჭიქაში ჩააბრუნეთ, შემდეგ ისევ ზეთიანში. ისე, თავად პროცესი გიჩვენებთ, რა როგორ უნდა გააკეთოთ. ასე კი სხვადასხვა ფერში გადასული ლამაზი, ცისარტყელასავით შეფერილი კვერცხები გამოდის, მარმარილოს ეფექტით...

გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!

ლალი ფაცია

ამბები.გე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება