სტამბოლის აეროპორტში ირანული კომპანიის თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა

სტამბოლის აეროპორტში ირანული კომპანიის თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა

სტამბოლის აეროპორტში ირანული ავიახაზების Qeshm Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.

"ბიბისის" ცნობით, სამგზავრო ლაინერი თეირნაში უნდა გაფრენილიყო. თუმცა, ასაფრენ ბილიკზე, როდესაც თვითმფრინავმა აფრენის მიზნით სიჩქარეს მოუმატა, ძრავა აფეთქდა. მფრინავებმა დროულად შეძლეს ლაინერის გაჩერება. ადგილზე სახანძრო სამსახური მალევე მივიდა. უსაფრთხოების სამსახურმა მგზავრების ევაკუაცია განახორციელა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრები სხვა თვითმფრინავით გაუშვეს თეირანში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა