"წარმოუდგენელია იერუსალიმში ჩახვიდე და სასწაული არ გადაგხდეს" - რას იხსენებენ ცნობილები, რომლებმაც ქრისტეს საფლავი მოილოცეს

"წარმოუდგენელია იერუსალიმში ჩახვიდე და სასწაული არ გადაგხდეს" - რას იხსენებენ ცნობილები, რომლებმაც ქრისტეს საფლავი მოილოცეს

წმინდა მიწაზე მოხვედრის სურვილი თითქმის ყველა ქრისტიანს აქვს, მათ შორის ცნობილ ადამიანებსაც. ზოგი ამას აღდგომის დღესასწაულზე ახერხებს, ზოგიერთი სხვა დროს. წმინდა მიწაზე მოხვედრა ნებისმიერ დროს დიდ ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს.

თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე აღდგომის დღესასწაულს იერუსალიმში არაერთხელ შეხვედრია. თუმცა 6 წლის წინანდელი სტუმრობა განსაკუთრებით დაამახსოვრდა. ექსკურსიამძღოლმა ჭოხონელიძეების ოჯახს არქიეპისკოპოსი თეოფილე გააცნო, რომელიც ამჟამად იერუსალიმის პატრიარქია. "იგი ჩვენ მიმართ დიდი სიმპათიით განიმსჭვალა და როცა გაიგო, ვმღეროდით, უფლება მოგვცა, ტაძარში "ქრისტე აღდგა" გვეგალობა. ერთ-ერთ ფლიგელში შეგვიყვანა, სადაც სხვათა შორის, იმ ჯვრის პატარა ნაწილი ვნახეთ, რომელზეც იესო იყო გაკრული. ჩვენი გალობით აღფრთოვანებული დარჩა და "ღვთისმშობლის საგალობელიც" გვამღერა. მერე, ჩვენი სახელები ჩაიწერა - ერთი წლის განმავლობაში ლოცვებში მოგვიხსენიებდნენ, დამშვიდობებისას კი გვითხრა: მინდა, საჩუქარი გაგიკეთოთო. როდესაც შაბათს საღამოს მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლი გადმოდის, საფლავი ილუქება - მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე ლუქი ადევს, რომელსაც სანთლის ცვილის შემცველობა აქვს; ის პატარაა, ხელისგულის ზომის, მაგრამ უდიდესი ძალა აქვს. არქიეპისკოპოსმა თეოფილემ ეს სიწმინდე ჩვენ გვაჩუქა და მას შემდეგ, ჩემს ოჯახში ინახება, როგორც უდიდესი რელიკვია", - იხსენებს მომღერალი.

მაკა ზამბახიძე

მომღერალი მაკა ზამბახიძე აღდგომას წმინდა მიწაზე 2009 წელს შეხვდა. მაკამ ჯვარიც წმინდა მიწაზე დაიწერა. მაცხოვრის საფლავზე, აღდგომას, ცეცხლის გარდამოსვლის დროს გახლდით. მე, ვახო და ჩვენი მომავალი მეჯვარეები თითქოს უფალმა ხელის გულზე დაგვისვა და იმდენ ხალხში, ვერც კი მივხვდით, ისე აღმოვჩნდით ტაძარში. ორი საათის განმავლობაში უსიტყვოდ ვიდექით და ცეცხლის გადმოსვლას ველოდით. ძალიან დიდია მაცხოვრის ტაძარი და ამ მოლოდინისას ვათვალიერებდი. უცებ გუმბათის მწვერვალზე იესოს სახე გამოისახა. მთელი ბავშვობა მინდოდა, ან მარიამ ღვთისმშობელი დამენახა, ან ღმერთი და ცაში ვიყურებოდი. და უცებ რომ დავინახე, შოკში ჩავვარდი. ჩემებს დავანახვე, თქვენც ხედავთ, თუ მეჩვენება-მეთქი? მათაც დაინახეს. მერე ნელ-ნელა ეს გამოსახულება სამებად იქცა... ცეცხლი რომ გადმოვიდა, სამების გამოსახულება გაქრა. წარმოუდგენელია იერუსალიმში ჩახვიდე და სასწაული არ გადაგხდეს. გარდამოხსნის ქვა მირონით არის გაჟღენთილი, საოცარ სურნელს აფრქვევს და რომ ემთხვევი, განცდა გაქვს, თითქოს არ გიშვებს. მოშორება არ გინდა, უკან უკან იხედები, მიბრუნება გინდება. გინდა ამ ქვას ისე შეეხო, რომ განიწმინდო. სულ გეტირება. გინდა ირგვლივ ყველაფერი დაალაგო. რთულია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა",- იხსენებს მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დათო გომართელი

წმინდა მიწაზე ბევრჯერ ყოფილა დათო გომართელი, როგორც თავად იხსნებს წმინდა მიწის მოლოცვა განსაკუთრებულ ძალას აძლევს და იმედებით ავსებს. დათო გომართელს განსაკუთრებით 2012 წელი ახსოვს. როცა შობის დღესასწაულს წმინდა მიწაზე შეხვდა. როგორც თავად იხსენებს ერთ-ერთ ინტერვუში, მას საკუთარი მფარველი ანგელოზი გამოეცხადა. "შობის წინა ღამეს, სასტუმროში, ჩემი მფარველი ანგელოზი გამომეცხადა. რაღაც ძალამ გამაღვიძა და საწოლთან იდგა თეთრებში შემოსილი ადამიანი, ფრთებით და თავზე შარავანდედით, ჰაერში იყო აწეული. კარგად დავაკვირდი, ხომ არ მესიზმრება-მეთქი, მაგრამ არა, გამოცხადება იყო. ინფორმაციაც მივიღე - მე ვარ შენი მფარველი ანგელოზიო".

ლელა წურწუმია

მომღერალი ლელა წურწუმია ისრაელში მცხოვრებ ემიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად სტუმრობს კიდეც. პირველად ისრაელში 1997 წელს მოხვდა, მაცხოვრის საფლავზე ყოფნის დროს მეტყველების უნარი დაკარგა და იტირა კიდეც. მომღერალს წმინდა მიწაზე ჯვრები და ხატები მიაქვს, რომელსაც მაცხოვრის საფლავზე აწყობს. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, წურწუმია ყველა წმინდა ადგილზე ერთ თავსაფარს ატარებს, რომელსაც ბევრი სიწმინდე აქვს მოვლილი. მომღერალი მიიჩნევს, რომ წმინდა მიწაზე ცხოვრებაში ერთხელ ყველა ადამიანი უნდა მოხვდეს.

აჩიკო სოლოღაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი წმინდა მიწაზე განცდილი ბედნიერების გახსენებისას ემოციებით ივსება. ამბობს, რომ გარდამოხსნის დროს იტირა. აჩიკო სოლოღაშვილი მდინარე იორდანეშიც ჩავიდა, გოლგოთის გზაც გაიარა, გედსამანიის ბაღის მონახულება ვერ მოახერხა, რის გამოც გული ძალიან წყდება.

თამარ ბოჭორიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ