ერაყის არმიამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი და მისი რამდენიმე თანაშემწე გაანადგურა

ერაყის არმიამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი და მისი რამდენიმე თანაშემწე გაანადგურა

ერაყში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, რომელიც ცნობილია როგორც აბუ მარია. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციითვე, ტერორისტი ქალაქ ტიკრიტის მახლობლად ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს, რომლებმაც ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ ერაყის დაზვერვებისგან მიიღეს. აბუ მარიასთან ერთად მოკლულია მისი რამდენიმე თანაშემწე. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ტერორისტი იყო პროვინცია სალაჰ ედ-დინის ორი რაიონის თვითგამოცხადებული გუბერნატორი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა