რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ იგი წინასაარჩევნო კამპანიისთვის აიოვასა და ნიუ-გემფშირის შტატებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი დემოკრატიული პარტიის კიდევ ორმა წევრმა - თედ კრუზმა და რენდ პოლმა გამოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება. ანალიტიკოსები ჰილარი კლინტონს წინასაარჩევნო მარათონის ფავორიტად მიიჩნევენ.
გთავაზობთ, ჰილარი კლინტონის ცხოვრების გზას, პირველი ქალბატონიდან ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატამდე: იხილეთ გალერეა