ცნობილი გერმანელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში გიუნტერ გრასი გერმანიაში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლო წლებში მწერალი ჯანმრთელობას უჩიოდა, შარშან იანვარში კი მან განაცხადა, რომ წერას თავს ანებებდა და მთელ თავისუფალ დროს ხატვას დაუთმობდა.
გრასის ბოლო რომანი სახელწოდებით - ”გრიმების სიტყვა” 2010 წელს გამოვიდა, 2012 წელს კი გამოაქვეყნა ლექსი, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის პოლიტიკა ირანთან მიმართებაში.
გიუნტერ გრასი 1927 წელს პოლონურ ქალაქ გდანსკში დაიბადა. სადებიუტო რომანი ”თუნუქის დოლი” გრასმა 1959 წელს გამოსცა, 1999 წელს კი მას ნობელის პრემია გადასცეს. ბოლო წლებში გრასი გერმანიის ქალაქ ლუბეკში ცხოვრობდა და მუშაობდა.