თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომის პაპს აკრიტიკებს. "ბიბისის" ცნობით, თურქეთის მთავრობა პონტიფიკოსის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთებულია. რომის პაპმა ოსმალეთის იმპერიის დროს თურქების მიერ სომხეთის გენოციდს მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, პონტიფიკოსმა მსგავსი შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს.

"თუ პოლიტიკოსები და რელიგიური ლიდერები დაიწყებენ ისტორიკოსების როლის შესრულებას, შედეგად იქნება არა ფაქტები, არამედ ბოდვა", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთის მთავრობა მზადაა ისტორიკოსების ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბებისთვის და არქივების გახსნისთვის, იმისათვის რომ მომხდარი ფაქტი თავიდან შეისწავლონ. რომის პაპის განცხადების გამო, გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვატიკანიდან საკუთარი ელჩი გაიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა