ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, სომხების გენოციდი აღიაროს

ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, სომხების გენოციდი აღიაროს

ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, აღიაროს სომხების გენოციდი. ამის შესახებ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ რეზოლუციაც მიიღო , რომელიც შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

"სომხეთმა და თურქეთმა უნდა გამოიყენონ სომხების გენოციდიდან ასი წლისთავის გასვლა და დიპლომატიური კავშირები განაახლონ, გახსნან საზღვარი და ეკონომიკური ინტეგრაციის გზას დაადგნენ", - წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ევროპულმა უწყებამ ასევე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს მოუწოდა, ოსმალების მიერ სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარონ და გახსნან არქივები, რომლებიც გენოციდს უკავშირდება. ოსმალეთის იმპერიის დროს თურქების მიერ სომხების გენოციდის საკითხი მას შემდეგ დადგა კვლავ დღის წესრიგში, რაც რომის პაპმა მას მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა. ამ განცხადებას თურქეთის გაღიზიანება მოჰყვა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ პონტიფიკოსმა მსგავსი შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს. მანამდე კი პროტესტის ნიშნად ანკარამ ვატიკანიდან საკუთარი ელჩი გაიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა