სირია: მსოფლიოს ყველაზე ცხელი საომარი წერტილი, დახოცილი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები დახმარების მოლოდინში

სირია: მსოფლიოს ყველაზე ცხელი საომარი წერტილი, დახოცილი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები დახმარების მოლოდინში

ბოლო დღეებია, ქართულმა საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა სირიელი და ასირიელი ხალხის მწვავე პრობლემები. ეს ნათლად ჩანს "ფეისბუქის" აუდიტორიის დისკუსიებში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართული საზოგადოების ნაწილს ისინი ერთმანეთში ერევა.

Ambebi.ge შეეცადა, სირიაში განვითარებული მოვლენების მოკლე ქრონიკა ერთ სტატიაში გადმოეცა.

უკვე წლებია, ქვეყანაში ვითარება სულ უფრო მწვავდება და მას დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს. გაუთავებელ ომსა და არეულობას ყოველდღიურად უამრავი ადამიანის, მათ შორის არაერთი მცირეწლოვანის სიცოცხლე ეწირება. ვიდეოპორტალებზე ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ბევრ ვიდეოს წააწყდებით და ნახავთ კადრებს, სადაც უმწეო პატარები დახმარებას ითხოვენ.

სირიაში არეულობა 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით დაიწყო, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. აქციები უფრო ფართო, ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის ნაწილი იყო, რომელიც მოგვიანებით, არაბული გაზაფხულის სახელით გახდა ცნობილი. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვდნენ, რომლის ოჯახიც სირიას 1971 წლიდან მართავს, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც 1963 წელს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ| "სირიელ ბავშვების შეწყნარებაზე უარის მთქმელი ქრისტეს მოღალატეა" - ცნობილი ქართველები სირიაში მიმდინარე ომზე წერენ

2011 წლის აპრილში, სირიის არმია აჯანყებების ჩასახშობად გამოვიდა და ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმეთვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, პროტესტი შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა. (ვიდეო) 2013 წელს მთელ ქვეყანაში მიმდინარე აჯანყებებს ჰეზბოლაც შეუერთდა, რომელიც სირიის არმიის მხარეს იბრძოდა.

მაშინდელი აქციების ათობით ათასი მომიტინგე სირიის ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა, სადაც ფართოდაა გავრცელებული წამება და ტერორი. (ვიდეო)

საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციის ძალებს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში ადანაშაულებენ. გაეროსა და საერთაშორისო ამნისტიის კვლევის მიხედვით, 2012 და 2013 წელს ამ დარღვევათა უმრავლესობას სირიის ხელისუფლება ახორციელებდა. 2014 წლიდან სირიის ომში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური რესპუბლიკაც" ჩაერთო, რომელიც ამჟამად, ერაყისა და სირიის ნაწილს აკონტროლებს. დაჯგუფების რამდენიმე ლიდერის თქმით, 2003 წლის ჯორჯ ბუშის ერაყში შეჭრამ ისინი ამერიკელების წინააღმდეგ ჯიჰადამდე მიიყვანა და ბიძგი მისცა, კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე.

2015 წლის თებერვალში სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მზადაა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთთან თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან "ბიბისისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა. ასადის თქმით, სირიის მთავრობა აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის ბრძოლას რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ მხარს უჭერს.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთი 2011 წელს სირიაში დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს. თუმცა, სირიის პრეზიდენტი თანამდებობას ამ დრომდე არ ტოვებს. რის გამოც, ზოგიერთმა ქვეყანამ სირიის მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

2014 წელს გააქტიურებული "ისლამური რესპუბლიკის" მებრძოლები განსაკუთრებული სისატიკით უსწორდებიან ერაყსა და სირიაში მცხოვრებ ქრისტიან მოსახლეობას. 2015 წლის თებერვლის ბოლოს ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქრისტიანული სოფლიდან 150-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა. გარდა ადამიანების გატაცებისა და წამებისა, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ქრისტიანულ ქალაქებს ანადგურებენ.

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ოთხ მილიონზე მეტი სირიელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. (ვიდეო) 2011 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, უკვე 220,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 10,808 ბავშვია (ვიდეო), ხოლო 6,907 ქალი. (ვიდეო)

AMBEBI.GE

დაგაინტერესებთ| ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში ქრისტიანობის გამო სასტიკად აწამებენ: ასირიელები განადგურების საშიშროების წინაშე

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა