"ეკა, ჩვენ თქვენი გვჯერა" - როგორ შეხვდნენ ზღულაძეს ოდესაში

"ეკა, ჩვენ თქვენი გვჯერა" - როგორ შეხვდნენ ზღულაძეს ოდესაში

10 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესაში ჩავიდა, სადაც ფაშისტური არმიისგან ქალაქის გათავისუფლების 71 წლისთავი აღინიშნა. უკრაინის პრეზიდენტს ვიზიტისას თან ახლდნენ შს მინისტრი არსენი ავაკოვი და მისი მოადგილე ეკა ზღულაძე. ზღულაძეს შეკრებილები პოზიტიურად შეხვდნენ და საქართველოს ყოფილ შს მინისტრის მოადგილეს ასე მიმართეს: "ეკა, ჩვენ თქვენი გვჯერა".

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 13 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანების შესაბამისად, ზღულაძეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე დანიშვნის მიზნით, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. ხოლო 2014 წლის 17 დეკემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაამტკიცა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა