საბერძნეთის კუნძულ როდოსთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანიც. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, გემის ბორტზე მინიმუმ 83 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 23 საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ნაწილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
წლის განმავლობაში საბერძნეთის გავლით ევროპამდე მიღწევას ათი ათასობით მიგრანტი ცდილობს. ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ბორანი, რომელზეც 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა იტალიის სანაპიროებთან ჩაიძირა. მსგავსი ფაქტების გახშირების გამო, ევროკავშირის ლიდერები ამ კვირაში საგანგებო სამიტის გამართვას გეგმავენ.