"ქეთას მამას იმიტომ გავყევი, რომ მიყვარდა" - ნატა თოფურია ვარსკვლავ შვილსა და ოჯახის მოსკოვურ ცხოვრებაზე

"ქეთას მამას იმიტომ გავყევი, რომ მიყვარდა" - ნატა თოფურია ვარსკვლავ შვილსა და ოჯახის მოსკოვურ ცხოვრებაზე

ცოტა ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მომღერალ ქეთა თოფურიას დიდი ხნის უნახავ დედას წავაწყდი. როგორც გაირკვა, ის თბილისში ხშირად ჩამოდის. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, ნატა თოფურიას ინტერვიუ ვთხოვე. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი მის ვარსკვლავ შვილსა და მათი ოჯახის მოსკოვურ ცხოვრებას შეეხო.

- თბილისი ქეთასთვის ერთადერთი ქალაქია, საქართველოზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც ჩემი შვილი ყოფნით არ იღლება. როგორც კი თავისუფალი დღე გამოუჩნდება, სულ იმას ცდილობს, აქეთ გამოიქცეს. 9 წელია, უკვე ასე გრძელდება. მაგრამ აღმაშფოთა ფაქტმა, როდესაც საქართველოში ქეთას მოღალატის იმიჯი შეუქმნეს იმიტომ, რომ პუტინს უმღერა. არადა, ჯგუფი "A studios" წევრები რუსეთსა და მოსკოვში რიგითი მომღერლები არ არიან და მათ იქაურ შოუბიზნესში "ა კლასის" მუსიკოსებად მიიჩნევენ, ყველა სამთავრობო კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ.

- ქეთა რუსეთის მოქალაქეა?

- დიახ, ორმაგი მოქალაქეობა 4 წლის წინ მიიღო... მოკლედ, იმ საშინელმა იარლიყმა, რომელიც ქეთას საქართველოში მიაწებეს, ძალიან გამაღიზიანა, მაგრამ ამან არანაირად არ შემიცვალა დამოკიდებულება ჩემი ქალაქის, მეგობრებისა და ხალხის მიმართ... თავიდან ქეთაც განიცდიდა, ნერვიულობდა, ტიროდა, თუმცა არ დაბოღმილა და არ გაღიზიანებულა, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისთვის ,,მოღალატის" წამოძახებამ რეგულარული ხასიათი მიიღო, რაზეც უკვე სერიოზულად გაღიზიანდა. ვიმეორებ, რუსეთი ქეთას მეორე სამშობლოა, ისევე როგორც ვთქვათ, ყაზახეთი, სადაც გიჟდებიან მასზე, შვილად მიიჩნევენ... მაგრამ საშინელებაა, როდესაც ქვეყანაში, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე, მოღალატედ გაცხადებენ, შეუძლებელია ამას მშვიდად უყურო... არადა, იყო დრო, საქართველოში მოიწვიეს, სიამოვნებით უმღეროდა მიშა სააკაშვილსაც, როდესაც ნატო დუმბაძემ ჯგუფი "ა სტუდიო" აქ ჩამოიყვანა... მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს პიროვნული ბოღმაც აქვთ ქეთასი. ამის დასტურია ის, რომ საქართველოში ზოგიერთი გაზეთი, რომელთა მფლობელები ყოფილ ხელისუფლებასთან და დღევანდელ პრეზიდენტთანაც დაახლოებული პირები არიან, საოცრებებს წერდნენ ქეთაზე. ერთ-ერთმა გაზეთმა ცხოვრება გამიმწარა, მაგრამ შევძელი და იმ ყველაფერზე თვალი დავხუჭე...

- საინტერესოა, როგორ აფასებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს?

- 1-ელ ოქტომბრამდე საშინლად ვაფასებდი. ახალ ხელისუფლებაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი... ისე, მთელი ამ წლების განმავლობაში ისე ემთხვეოდა, რომ საქართველოსთვის კრიტიკულ პერიოდებში აქ მიწევდა ყოფნა, რაც შოკში მაგდებდა. ერთადერთი, 2008 წლის ომის დროს არ ვყოფილვარ აქ და იმ უმძიმეს პერიოდს იქიდან ვადევნებდი თვალყურს. საშინელ დღეში გახლდით. დამიჯერეთ, იქ ყოფნა ჩემთვის 100-ჯერ უფრო ძნელი იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქეთაც იმავეს განიცდიდა, - დედა, ნეტავ, იქ ვიყოთო, - სულ ამას მეუბნებოდა...

- მოსკოვში ცხოვრებას დედა-შვილმა ადვილად აუღეთ ალღო?

- ჯერ ერთი, მადლობა პროდიუსერ ნატო დუმბაძეს, რომ "ა სტუდიოს" დაგვაკავშირა. ეს ქეთასთვის კარიერაში სერიოზული წინსვლა იყო. საქართველო შოუბიზნესისთვის პატარაა. ამიტომ, საკუთარი ძალების მოსინჯვას უცხო ქვეყანაში ბევრი ცდილობს, რადგანაც ქეთას ამისი შანსი მიეცა, ხელიდან არ გაუშვა. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, ეს ყველაფერი გაამართლებდა თუ არა. ჯგუფთან ერთად ქეთა იქაურმა პუბლიკამ თბილად მიიღო, "ა სტუდიოს" წევრებს შვილივით ჰყავთ; მაგრამ პირველი 2 წელი ქეთას დეპრესია ჰქონდა და დილიდან საღამომდე ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული, თბილისში ხან ერთ, ხან მეორე მეგობარს ურეკავდა. მერე იქაურობას ნელ-ნელა მიეჩვია, რადგანაც საქმე არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ქვეყანამაც დაუფასა, სტიმული მიეცა და ინტერესი გაუჩნდა... არც ჩემთვის იყო ადვილი იქაურ ცხოვრებასთან შეგუება, მაგრამ ვცდილობდი, ეს არ გამომეხატა.

- იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ქეთა მოსკოვში მარტო გაგეშვათ?

- ჩემთვის იქ ყოფნა სასურველი იყო, რადგანაც იმ პერიოდში ჩემი მეუღლე აქედან უკვე წასული გახლდათ და მაინც ხშირად მომიწევდა მოსკოვში სიარული.

- მეუღლე ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად გვესაუბროთ მასზე? როგორც ცნობილია, ის უკვე 2 წელია, რაც აღარ არის.

- რადგან ჩვენ, მისი, როგორც კანონიერი ქურდის ოჯახი, ასე ვთქვათ, ერთგვარი კასტა გავხდით, როგორც კი აქედან წასვლის შანსი გაგვიჩნდა, წავედით. ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც წავიდოდით... სამწუხაროა, რომ ჩემმა მეუღლემ ცხოვრება ცუდად დაამთავრა, რაც უკვე მისი "პროფესიის" ბრალია.

- მეუღლე კანონიერი ქურდი გყავდათ. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?

- ადვილი არ იყო, რადგანაც ეს ჩემთვის საპატიო მისია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთს ვიტყვი, კანონიერი ქურდებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, ასეთი ხვედრი ერგოთ და თუ მიჰყვები ცოლად ასეთ ადამიანს, ასე თუ ისე, უნდა იცხოვრო კიდეც მისი ცხოვრებით...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება