გერმანიის ბუნდესტაგი სომეხთა გენოციდის აღიარებას აპირებს

გერმანიის ბუნდესტაგი სომეხთა გენოციდის აღიარებას აპირებს

გერმანიის ქრისტიანული პარტიების ალიანსი და სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც გერმანიის მმართველი კოალიციაა, აპირებს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა აღიაროს, როგორც გენოციდი, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

გამოცემის ცნობით, გუშინ აღნიშნული ფრაქციების ლიდერებმა ბუნდესტაგში რეზოლუციის შესაბამისი პროექტი შეათანხმეს, რომლის მიღებასაც 24 აპრილს აპირებენ. ფრაქციების ყველა წევრის მიერ რეზოლუციაში სიტყვა "გენოციდის" შეტანასთან დაკავშირებით კენჭისყრა 21 აპრილს გაიმართება. გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ამ ფორმულირებას მხარს უჭერს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა