სერგეი ლავროვი ნადეჟდა სავჩენკოს ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლებას არ გამორიცხავს

სერგეი ლავროვი ნადეჟდა სავჩენკოს ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლებას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლებას. ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა რუსულ რადიოარხებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ ის უდანაშაულოა, მაშინ აქ კითხვები აღარ იქნება. თუმცა, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ის დამნაშავეა, მაშინ ის შესაძლოა, ამნისტიის შედეგად გაათავისუფლონ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის პარლამენტმა გუშინ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სავჩენკოს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. უკრაინელი მფრინავი პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გასული წლის ივნისში დააკავეს და რუსეთს გადასცეს, სადაც მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა