სერგეი ლავროვი - ნატოს დოკუმენტის გამო სააკაშვილი შეიშალა და იფიქრა, რომ მისთვის ყველაფერი შეიძლება

სერგეი ლავროვი - ნატოს დოკუმენტის გამო სააკაშვილი შეიშალა და იფიქრა, რომ მისთვის ყველაფერი შეიძლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიოსადგურებთან ინტერვიუში გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ.

"პუტინი მაშინ პრემიერმინისტრი იყო. ის პეკინში იმყოფებოდა, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. ის ყვებოდა, როგორ მიუახლოვდა ჯორჯ ბუშს, რომელიც ასევე პეკინში იყო ოლიმპიადის გახსნაზე და უთხრა: "ჯორჯ, ეს წუთია მივიღე ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ცხინვალს და სამშვიდობოებს დაესხა თავს". ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბუში ოდნავ შეიშმუშნა და თქვა: "რა ცუდია" და წავიდა. მანამდე კი, 2008 წლის აპრილში იმავე ჯორჯ ბუშმა, ანგელა მერკელთან და ნიკოლა სარკოზისთან და ნატოს სხვა ლიდერებთან ერთად ნატოს სამიტზე მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ეწერა, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოში. ჩემი შეფასებით, ამან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ სააკაშვილი შეიშალა და გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაფერი დაშვებული იყო. ამასთან, რამდენიმე კვირით ადრე თბილისში კონდოლიზა რაისიც იმყოფებოდა. შემდეგ რაისს ვკითხე, რაზე ისაუბრეს. მან მიპასუხა: "მოვუწოდე პოლიტიკური დარეგულირებისკენ", - განაცხადა დღეს ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა