ქსენია სობჩაკი ანუკი არეშიძის სამოსში ქართველ "სელებრითებთან" ერთად

ქსენია სობჩაკი ანუკი არეშიძის სამოსში ქართველ "სელებრითებთან" ერთად

16-19 აპრილს, თბილისში მოდის კვირეული ჩატარდა, რომელიც უკვე მე-11 სეზონს ითვლის. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქალაქს რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი ეწვია. როგორც ანუკი არეშიძის ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, ქსენია კვირეულს ანუკის შექმნილი სამოსით დაესწრო.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაცია იყო. ქართველ დიზაინერებთან და მოდის სახლებთან ერთად, აუდიტორიის წინაშე უკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაიაც წარსდგა.

გარდა ამისა, საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ VOGUE-იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებმაც ქართული მოდა ფოტო და ვიდეო მასალში ასახეს; სპეციალურად Style.com-თვის  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი, ადამ კაცი მუშაობდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება