ვინ და რატომ დაემუქრა ჯოჯოხეთით გიორგი ბახუტაშვილს?!

ვინ და რატომ დაემუქრა ჯოჯოხეთით გიორგი ბახუტაშვილს?!

გიორგი ბახუტაშვილმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" საინტერესო ახალგაზრდა მამაკაცის სახე შექმნა და ერთ მშვენიერ დღეს, ცოტნე ცოტაშვილის როლით პრეზიდენტობის კანდიდატად გამოცხვა.

ცოლსაც ღალატობს, "კაი ბიჭის" ნაცო­ლარსაც საყვარლობს, კიდეც იგინება, კონტროლის დაკარგვამდეც თვრება და არაად­ეკვატურიცაა, - არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, მაგრამ მაყურებელს მაინც ახალისებს... მისი პერსონაჟი გაცილებით პოპულარულია, ვიდრე ზოგიერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

საკუთარ და სერიალის პერსონაჟის ცხოვ­რების რამდენიმე დეტალზე გიორგი ბახუტაშვილი გვესაუბრება: - რაც ამ სერიალში ხდება, ყველაფერი ძალიან ახლოს არის რეალობასთან და მოგონილი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაყურებელს სიყალბის შეგრძნება დაეუფლებოდა. ცოტნეც არ არის მოგონილი პერსონაჟი, ჩვენ გარშემოც არსებობენ ცოტნეები.

- პროტოტიპი გყავთ?

- პროტოტიპი არა მყავს. კრებსითი­ სახეა.

- ბევრი გცნობთ, ხანდახან ცოტნეთიც­ ხომ არ მოგმართავენ?

- ძირითადად, ეღიმებათ, როცა მხედავენ, ალბათ, რომელიმე ხუმრობა ახსენდებათ­ ცოტნესი. კეთილგანწყობას გამოხატავენ და კომპლიმენტებს მეუბნებიან. იშვიათად, მაგრამ უარყოფითი შეფასებაც ყოფილა. მაგალითად, ერთმა კაცმა მითხრა, ჯოჯოხეთში­ მოხვდებიო. გახსოვთ, ალბათ, იყო ასეთი სერია, სადაც ცოტნეს საბავშვო ბაღში, ბავშვებთან შეხვედრა ჰქონდა. სწორედ მაგაზე მითხრა, ბავშვებს ნუ ეტინგიცები და ეღლაბუცები, თორემ ჯოჯოხეთში მოხვდებიო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება