ბალტიმორში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ბალტიმორში კომენდანტის საათი ამოქმედდა

აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში კომენდანტის საათი ამოქმედდა. "ბიბისის" ცნობით, მიუხედავად ამისა, ქალაქში დემონსტრანტების ნაწილი აქციას კვლავ მართავდა; მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცველებმა ათზე მეტი აქტივისტი დააკავა.

ბალტიმორში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა, აქტივისტებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

მათ შესაჩერებლად ქალაქში სამხედროები განალაგეს. მოსახლეობა პოლიციის განყოფილებაში ფერადკანიანი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს აპროტესებს. ისინი პოლიციას ბრალს სდებენ. ფერადკანიანი ფრედი გრეი 12 აპრილს დააკავეს, მას ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ კი ის გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა