"ა სტუდიოს" ყოფილი სოლისტი გარდაიცვალა

"ა სტუდიოს" ყოფილი სოლისტი გარდაიცვალა

პოპულარული რუსული ჯგუფის "ა სტუდიოს" პირველი სოლისტი ბატირხან შუკენოვი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელ ”ინსტაგრამში” პროდიუსერმა ალექსანდრ სეინმა გააკეთა განცხადება. წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ მომღერალი ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა. 

”ბატირი ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი იყო. მას დიდი გული ჰქონდა, რომელიც უეცრად გაჩერდა. ძალიან მომენატრები ბატირ. მომენატრება შენი ღიმილი და ჩვენი ფრენები. როგორც ჩანს, ღმერთს ძალიან მოუნდა შენთან დამეგობრება და ამიტომ წაგიყვანა თავისთან ასე ნაადრევად. ჩვენ ვილოცებთ შენთვის და ვიმღერებთ შენს სიმღერებს”, - წერს პროდუსერი ალექსანდრ სეინი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება